ბუქარესტში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა, არიან დაშავებულები
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა.
მედიის ცნობით, ინციდენტის დროს ტრამვაიში 20 მგზავრი იმყოფებოდა.
მგზავრებთაგან ექვსს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.