ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბრის საქმეს აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას
“4 ოქტომბრის საქმეს აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ეს არის საქმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თვეობით ადრე ანონსდებოდა. შესაბამისად, მათ სათქმელი არაფერი აქვთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.