გიორგი ვოლსკი – ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე: მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს

“საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის საკმაოდ უტიფარი, მზაკვრული პოზიცია, რომელიც საქართველოში სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას ემსახურება. საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ესტონეთი პოლიტიკაში გარე დაფინანსებას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები