ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამოს ფილარმონიამ უმასპინძლა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გაიმართა.
2014 წლის 22 იანვარს უდიდეს ქორეოგრაფს, ჯორჯ ბალანჩინს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით გადაწყდა, რომ საიუბილეო ღონისძიებები საქართველოში მაისში აღნიშნულიყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი მონაწილეობდა.
საიუბილეო საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მეუღლესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.