ეკა ბესელია: გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომით კმაყოფილია.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მას ჰქონდა საკუთარი პოზიციის, კრიტიკული არგუმენტების ვრცლად დაფიქსირების შესაძლებლობა.
“მე ამ შეხვედრის შინაარსით, ფორმატით და იმითაც, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პირადად ჩემს არგუმენტებსა და პოზიციებზე იმდენი ხანი რამდენი ხანიც მჭირდებოდა ამისთვის ამით კმაყოფილი ვარ. მე მგონია, რომ კარგი, საჭირო შეხვედრა იყო. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ამ შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად ახდენდა. ჩვენ, რამდენიმე ადამიანს (ყველამ ვერ ამოწურა თავისი სათქმელი, ამიტომ ხვალ გრძელდება) გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10 კაციან სიას, მოსამართლეთა შერჩევის საკითხს და ა.შ.”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.