მამუკა ბახტაძე: საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში

ვიმედოვნებ, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტვიტერში წერს.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, – წერს მამუკა ბახტაძე.
როგორც ცნობილია, გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.
“საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას. საქართველომ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია, რომ არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები