„ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს“

„ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს“, – ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა ბათუმში, ამერიკულ ხომლადზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა. როზ უილსონის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ამ ვიზიტის მიზანია გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას მეზობელი ქვეყნის მხრიდან და აჩვენოს სამხედრო სფეროში ამერიკის მხარდაჭერა, ასევე განაგრძოს თანამშრომლობა მიმდინარე მნიშვვნელოვანი რეფრომების მხარდასაჭერად, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებენ და მიზნად საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით და „Donald Cook”-ის საქართველოში ვიზიტით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა. აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი” საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. “დონალდ კუკი” არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები