ქერჩის სრუტესთან ორ გემს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია 10 ადამიანი (ვიდეო)
ქერჩის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს ცეცხლი გაუჩნდა. ორივე გემი შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში იყო გაჩერებული.
დაზუსტებული ინფორმაცით, შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 12 – გადარჩა, კიდევ 10-ს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჯამში ორივე გემზე 32 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დაღუპულები და დაშავებულები ქერჩის პორტში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ გემზე აფეთქება მოხდა, შემდეგ კი ცეცხლი მეორე გემსაც მოედო.
თარგმნა ანა პაპიძემ