თურქეთში მუჰაჯირ ქართველებზე მრავალსერიანი ფილმი გადაიღეს

     ისტორიკოსმა მურად კასაბმა მუჰაჯირ ქართველებზე დოკუმენტურ ფილმი გადაიღო. ფილმი, რომლის სახელწოდებაა “მუჰაჯირები ოსმალეთის დროს, “ 13 სერიანია. ფილმი ოსმალეთსა და ახლანდელ თურქეთში მცხოვრებ ქართველების ისტორიას, ყოფა- ცხოვრებას და კულტურაზე მოგვითხრობს. მისი ავტორია, ისტორიკოსი მურად კასაბი, ხელმძღვანელი,- ერჯან დურმუში. კონსულტანტი- პროფესორი შუშანა ფუტკარაძე.
როგორც თურქეთში არსებულმა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის წევრმა ორჰან ბერიძემ სააგენტო ,,კვირას“ აცნობა, ფილმი ერთი წლის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოში 14 ქალაქში გადაიღეს. ფილმი თურქეთის ეთერში ჯერ არ გასულა, მომავალში მისი ჩვენება თურქეთის პირველი არხზე, ანუ ტელეკომპანია “TRT“- ის დაგეგმილი. 21 მაისს, ამ ფილმების პრეზენტაცია ქალაქ ესქიშეჰირში გაიმართა, პრეზენტაცია ქ.ესქიშეჰირის გუბერნატორის და საქართველოსთნ მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. მას თბილისიდან და აჭარიდან ჩამოსული დელეგეცია დაესწრო. საქართველოს დელოეგაციის თხოვნით, ამ ფილმების პრეზენტაცია უახლოეს ხანში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები