კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა: „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“

    კონსერვატორიის დიდი დარბაზი გთავაზობთ კლასიკური მუსიკის შემეცნებით პროგრამას ბავშვებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა”. 2014-2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიან საჯარო ლექცია-კონცერტების პირველი სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით. კონცერტი სხვადასხვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს. თითოეულ მათგანს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები: კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც.
კონცერტები თვეში ერთხელ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება. კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2014/2015 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად კონსერვატორიის დიდი დარბაზი გთავაზობთ სპეციალურ აბონემენტებს, რომლის ფასი 50 ლარია. აბონემენტების შეძენა კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციაშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები