ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გაეროს ასოციაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ქვემო ქართლის კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით, 23 მაისს, 17 საათზე ფესტივალ “ერთი ცის ქვეშ“ შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება.
„ერთი ცის ქვეშ“ უკვე მეხუთედ ტარდება. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი კონცერტის სახით სამინისტროს დარბაზში პირველად ეწყობა და მასში ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, აჭარისა და თბილისის სახელოვნებო სკოლის 90 მოსწავლე მონაწილეობს. ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბების და მოსწავლეთა საერთო პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები