ე.წ. სამხრეთ ოსეთი საახალწლოდ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს სამი დღით კეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი საქართველოსთან უსაფრთხოების მიზნით სამი დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.
“საახალწლოდ, უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით, ა.წ. 30 დეკემბრის 20:00 საათიდან მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეიზღუდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვარს 6:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება.