საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობაა – როგორია ტექდათვალიერების მონაცემები
ტექდათვალიერების კუთხით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით ავტობუსებს ეხება, სავალალო მდგომარეობაა, – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა , ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყვითელი მიკროავტობუსების ძირითადი ხარვეზი გამონაბოლქვია.
„ტექდათვალიერების კუთხით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით ავტობუსებს ეხება, სავალალო მდგომარეობაა. რეალურად მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. დაახლოებით 10 და მეტი წლისაა ავტობუსები, რომელთა გარბენი მილიონ კილომეტრს აჭარბებს. ფაქტობრივად, ამორტიზებულია პარკი. მათი დახარვეზების პროცენტი მაღალია. გარკვეული ძალისხმევაა იმისთვის, რომ ასეთმა ავტობუსებმა გზებზე იარონ შედარებით გამართულ მდგომარეობაში. დაახლოებით 60 %-ია დახარვეზების, თუმცა, შემდეგ ხდება შეკეთება , მერე განმეორებითი ინსპექტირება. ვხედავთ, რომ მერია მოწადინებულია მთლაიანად ჩანაცვლდეს ყვითლი ავტობუსების პარკი . როგორც დააანონსეს 2019 წელს სრულად ჩანაცვლდება პარკი, რაც კარგ შედეგს მოიტანს ეკოლოგიის კუთხით.
რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს – დღემდე 4 287 მიკროავტობუსმა გაიარა ინსპექტირება, აქედან 2 860 არის მიჩნეული ვარგისად. 1427 უვარგისად. 1184 განმეორებით ინსპექტირებაზეა. ყვითელი მიკროავტობუსების ძირითადი ხარვეზი მაინც არის გამონაბოლქვი, რადგან დიზელის საწვავიანი ძრავით არიან აღჭურვილnი. თუ მოიხმარენ დაბალი ხარისხის საწვავს,ეს იწვევს დამატებით ჰაერის დაბინძურებას. ამ კუთხით ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თუ დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესდება და რეგულაციებში მოთხოვნები გაიზრდება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე