ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით შემცირდა

“ყაზტრანსგაზის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უმნიშვნელოდ შემცირდა.
ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. როგორც სემეკში განმარტავენ, გაზის ტრანსპორტირების ღირებულება მცირედით შემცირდა და სწორედ ამან გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის კლება.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ მოქმედი ტარიფი 46.154 თეთრია, 2019 წლიდან კი 46.139 თეთრი უნდა გახდეს.
ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით, სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
სემეკს ახალი სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად გაზმომარაგების სამმა კომპანიამ – “ყაზტრანსგაზ თბილისმა”; “საქორგაზმა” და “სოკარ ჯორჯია გაზმა” მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები