სოფიო ქაცარავა: პარლამენტი არის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კანტის აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მისი განხორციელების პროცესზე ისაუბრა. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე.
„ცვლილებების მოტანა ქვეყნისთვის მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია”, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესზე და ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იმ უმთავრესი მიზნების შესახებ, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკურ მდგრადობას და უსაფრთხოებას გულისხმობს. მან სტუდენტებთან ერთად განიხილა სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა და მათი ხედვების გაზიარება, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობა და განათლების სისტემა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები