დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება

აქედანვე ვთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება, ჩვენთან თუ გაივლიან კონსულტაციას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„აუდიტის სახელწიფო სამსახური ბოლო პერიოდში ფინანსური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლთან ერთად მონაწილეობს თვისობრივ ანალიზშიც, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, რასაც ჩვენ მივესალმებით. აქედანვე ვთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ასეთი ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება, ჩვენთან თუ გაივლიან კონსულტაციას. სიამოვნებით გავაცნობთ მეთოდოლოგიებს, რეფორმებს, სოციალური პოლიტიკის ნაწილს და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებით ხარვეზები გამოავლინა.
აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები