ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ადგილობრივი შშმ პირია

სოფელ ხურვალეთიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მას მეტყველება უჭირს. თვითმხილველების თქმით, სამნიაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. “ოთო არის შშმ პირი, უჭირს მეტყველება. ვერც სახელს იტყვის თავისას, ვერც მისამართს,“- აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე განცხადებით, ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. ოთარ სამნიაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები