ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი გაიტაცეს
ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან ადგილობრივი მკვიდრი – ოთარ სამნიაშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ოთარ სამნიაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.
მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად.