პრემიერი: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ 100 პროცენტით პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ 100 პროცენტით პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებს.
შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ეს სამშვიდობო პროგრამა 100 პროცენტით პასუხობს ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ და შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. ჩვენ გვჭირდება, ამ ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ელემენტარულ სამეწარმეო საქმიანობაზე, რომ შეძლონ თავიანთი ოჯახების გამოკვება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„გვჭირდება მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვახდენთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები