ჟანა ზასეევა: ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ და ეს ჩვეულებრივია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კულტურის მინისტრმა”, ჟანა ზასეევამ გამოცემა “სპუტნიკთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ხედავენ.
“ოსეთმა ერთხელ აირჩია რუსეთი, ჩვენ კი გზიდან არ გადავუხვევთ. 2008 წლის ომის დროს ჩემი შვილის გვერდით, სხვა ბიჭებთან ერთად, რუსი ჯარისკაცები იდგნენ. ისინი ჩემს ხალხს იცავდნენ. ჩვენთვის, ოსებისთვის, სიზმრები რუსულ ენაზე ეს ნორმალური მოვლენაა. სადაც არ უნდა იკითხოთ ყველა რუსულად გიპასუხებთ. მე შემიძლია ვიამაყო ჩემი ხალხით”,- ამბობს ჟანა ზასეევა.