მურატ ჯიოევი: ქართული მხარე რაიონებში რეგულარული პროვოკაციებით ვითარებას ძაბავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ჟენევაში “საქართველოს მხრიდან წამოსული მუქარების შესახებ” გაამახვილა ყურადღება.
აღნიშნულის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების რანგში, მურატ ჯიოევმა ცხინვალში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიები იმიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ყოველთვის რთულ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ყველა მონაწილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა ეტაპიდან მოყოლებული ვითარება შედარებით მშვიდია, არავითარი ექსცესები, რომლებიც ვითარებას დაძაბავდა, არ ყოფილა.
მაგრამ ჩვენი დელეგაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ის მხოლოდ ჩანს ასეთი, ვინაიდან ქართული მხარე რეგულარული პროვოკაციებით ძაბავს ვითარებას რაიონებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარს ემიჯნება”, – განაცხადა მურატ ჯიოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები