ქეთევან ციხელაშვილი: იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები კონსტრუქციულად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატიდან გამომდინარეობს.
„დღეს ერგნეთში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატიდან გამომდინარეობს. შეხვედრა წესითა და პრაქტიკით თვეში ერთხელ ტარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია და უშუალოდ მიმართულია იმისთვის, რომ ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მონაწილის მხრიდან შესაბამისად იქნება აღქმული ფორმატის მნიშვნელობა.
„ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მონაწილის მხრიდან შესაბამისად იქნება აღქმული ამ ფორმატის მაღალი მნიშვნელობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. იმედი მაქვს, ყველა მონაწილე კონსტრუქციულად ჩაერთვება, საქმიანი მიდგომით, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია და საკითხები დღის წესრიგის მიხედვით განიხილება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები