სომხეთის დელეგაციამ რუსთაველისა და სომხური თეატრები მოინახულა

საქართველოში 2 -დღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია სომხურ თეატრს ეწვია. სტუმრებმა თეატრის შენობა დაათვალიერეს და სომხურ ინტელიგენციას შეხვდნენ. მოგვიანებით, სომხეთის დელეგაციამ რუსთაველის თეატრიც მოინახულა და ცნობილ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს შეხვდა. სტუმრები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციასაც დაესწრნენ, რომელსაც წარმატებული ებრაელი დირიჟორი არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები