კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმა გააცნო. ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო კულტურის სფეროში ხელმძღვანელობს. კულტურის პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, „იუნესკო“ და ევროკომისია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის მუშაკები, მასმედია, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი. კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს, ეროვნული კულტურა მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად აქციოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები