“ნაცმოძრაობა” ჰგავს ღორს, რომელიც ტალახში ჩაწვება და მერე ყველას გასვრის, ვისაც გაეკარება“

“ნაცმოძრაობა” ჰგავს ღორს, რომელიც ტალახში ჩაწვება და მერე ყველას გასვრის, ვისაც გაეკარება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დეპუტატი ინტერვიუში პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და უკვირს, თუ რატომ სხედან დღემდე პარლამენტში „მწამებლები და გამაპატიურებლები“.
ამასთან, ზაზა პაპუაშვილს უკვირს, რატომ „ემონებიან“ ადამიანები გაქცეულ პრეზიდენტს და ტაშს უკრავენ მის მოწოდებებს.
„იმდენი იწივლეს და იმდენი იკივლეს – არჩევნები გაყალბდაო! – საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნების ლეგიმიტაცია აღიარა, მაგრამ ესენი ბინძური ღორების მსგავსად, პროცესის დაბინძურება მაინც მოახერხეს. გამაგებინეთ, რა ძალას წარმოადგენენ ესენი, რომლებიც ემონებიან საქართველოდან გაქცეულ სამარცხვინო კაცს და ტაშს უკრავენ მის მოწოდებებს?! წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ არჩევნებზე იქნება რყევები, გაგრძელდება ეს უბედურება და პოლიტიკაში პატიოსანი, პატრიოტი ადამიანის ადგილი. საზოგადოებას დაწყვეტილი აქვს ნერვები, რადგან წყევლა-კრულვის, გინებისა და ჩხუბის მეტს ტელევიზიით ვერაფერს ნახავ! ჯერ იყო და გამოვიდნენ არჩევნების წინ და ხან წიწაკას ჭამდნენ, ხან სხვა რაღაცას, რომლის სახელსაც არ ვიტყვი… აი, ამ რეჟიმში ჰყავთ მოსახლეობა!” – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
დეპუტატი ინტერვიუში თელავში მომხდარ ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქცია, მხოლოდამხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა:
„ნაცებმა ძალაუფლება რომ დაკარგეს, ამის შემდეგ აიჭრნენ და ბოლომდე დეგრადაცია განიცადეს. თელავში ინაუგურაციის დღეს რა ჰგავდნენ, ხომ ნახეთ? ერთადერთ რამეს ემსახურებოდა მთელი მაგათი „პროტესტი“ – იმის დაფიქსირებას, რომ ცოცხლები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დღეც დადგება და სააკაშვილს საქართველოში აუცილებლად ჩამოათრევენ! მთავარია, ქვეყანა დაწყნარდეს, ეს სახელმწიფოებრივი რყევები აღიკვეთოს და მერე ყველაფერს მოევლება“, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები