ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ელექტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა ნოტარიუსებისთვის პროფესიული განვითარების უცხოური გამოცდილების გაზიარებას.

“ეკატერინე ნანდოშვილმა ისაუბრა ასევე ნოტარიუსთა პალატის მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ნოტარიუსთა ელექტრონული რეესტრის განახლებასა და სანოტარო არქივის დიგიტალიზაციაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ვალენტინა რუბერტელი, საერთაშორისო სანოტარო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტი თიერი ვაჩონი, კავშირის დირექტორი ელენა ბევილაქუა და კავშირის ბიუროს წევრები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები