თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi-ში, 19 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა ტარდება
თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi-ში, 19 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა ტარდება
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.
ასევე, გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, DAAD, ESN და სხვა), რომლებსაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები ქართველი ახალგაზრდებისთვის. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას.
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge).
ღონისძიების სპონსორები არიან: European University Viadrina; Georgian College; Baku Eurasian University.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.
გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi (თავისუფლების მოედანი #4).
ჩატარების დრო: 19 აპრილი, 2026. 12:00-17:00
Facebook ღონისძიება იხილეთ აქ.