ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან

“ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ცდილობენ ქართველი რადიკალები გადაამზადონ და დაატრენინგონ, თუ საუკეთესო გზებით როგორ მოაწყონ რევოლუციები და არეულობები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უკვე დატესტილი სცენარებია, ახალს ვერაფერს შესთავაზებენ ქართულ საზოგადოებას. თავისთავად, მათი მხრიდან ამ ფაქტის უკომენტაროდ დატოვება და თავდასხმის რეჟიმზე გადმოსვლა გვარწმუნებს, რომ სათქმელიც არაფერია და ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია დამარცხებული რევოლუციონერები“,- აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები