„იები როიალზე“ – წარმოდგენა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

19 აპრილს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ღონისძიება-პერფორმანსი: „იები როიალზე“ გაიმართება.
მუზეუმის ინფორმაციით, წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ ერაძე, ალექსანდრე გახარია, მარიამ სარსანია და მანო ბალიაშვილი. პერფორმანსის დამდგმელი რეჟისორი – მარიამ კობახიძე.
„იები როიალზე“ – ეძღვნება ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მისი უკანასკნელი დღეების ამსახველ ეპიზოდებს, სადაც იები როიალზე გახდება მთავარი სიმბოლო. პერფორმანსის სახელწოდება სიმბოლურად აღებულია ვახტანგ ჭაბუკიანის მეგობრის, ჟურნალისტის, სცენარისტის – ნელი უზნაძის საგაზეთო წერილიდან, სადაც წერს: „როიალზე ყვავილები ეწყო… იები მე ამომქონდა… მისი საყვარელი ყვავილები – ნიშანი ერთგულებისა“….

დასწრება თავისუფალია.

ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ.№83/23; ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები