სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრისას საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებას შეეხო.
როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს.
​„შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ევროპისა და ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას, რომელიც ასევე ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხში, რომელიც ყველა ფორმას და მათ შორის კიბერუსაფრთხოებასაც ეხება. დღეს რა ახალი გამოწვევებიც არსებობს, ცრუ ინფორმაციის სახით, რომელსაც დიდ წილად რუსეთი იყენებს. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავისი წვლილი შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს. ვიზიტები გრძელდება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა და ეს ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელით დაიწყება, სადაც ნატო და ევროკავშირი მდებარეობს. აუცილებელია, რომ ჩვენ ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები