ირმა ინაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: შეფასდეს ამათი მმართველობა, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის „ მმართველობის პერიოდის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებისკენ.
„მკაფიოდ არ ვიზიარებ ნაციონალური მოძრაობის არცერთ შეხედულებას არცერთ საკითხთან მიმართებაში, სხვათა შორის და მე კიდევ ერთხელ, თქვენი გამკვირვებია, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, რა გახდა ამ ხალხს დავარქვათ თავისი სახელი რაც ჰქვიათ, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები. შეფასდეს ამათი მმართველობა როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი. სათანადო საქმეების გამოძიება დაიწყოს და ეს დაპირისპირება ეს რადიკალიზმი ეს პოლარიზაცია, ეს ფარული სამოქალაქო ომი, პირდაპირ ვთქვათ, რაც მიდის რეალურად, დამთავრდება ძალიან ლამაზად მშვიდად და წყნარად, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში,” – განაცხადა ინაშვილმა.