ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საგარეო მინისტრი”: ქართული პროგრამები ჩვენთვის უპერსპექტივოა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა საქართველოს ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და სტრატეგიაზე “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” კომენტარი გააკეთა.
“მოცემული პროგრამა ნებისმიერი ლოგიკისგან შორსაა. არ შეიძლება მოიფიქრო პროექტი უფრო ცარიელი ვიდრე ესაა, ის შორსაა პერსპექტივისგან და თავად მიდგომაც ამორალურია”, – განაცხადა მედოევმა.
მისი თქმით, ყველა ეს ქმედება საქართველოს მხრიდან კრახისთვისაა განწირული.
“ამ სტრატეგიებს არანაირი მომავალი არ გააჩნიათ. ერთის მხრივ, ჩვენი ჩათრევა სურთ ე. წ. თანამშრომლობაში სიტყვებით, როგორიცაა ძმობა და მეგობრობა, მეორეს მხრივ კი ბოდიშსაც კი არავინ იხდის ჩადენილი გენოციდისთვის ოსეთში”, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.