არ ვამბობ, რომ მინდია “ბულკია” – რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილის სიძის მამა

„არ ვამბობ, რომ მინდია “ბულკია”. პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს, – ამის შესახებ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მამა, მამუკა გოგოჭური გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
„არ ვამბობ, რომ მინდია “ბულკია”. პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს. არ მახსოვს, მე ან მეგობრები მოეტყუებინოს. მერე პლანისთვის დააკავეს. ვანში მეზობლის ეზოში გადადიოდნენ პლანზე და მაშინ დაიჭირეს, 7-დან 14-წლამდე ემუქრებოდა, მანამდე 2.000 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ვანში რომ დაიჭირეს, ერთი თვე იჯდა ციხეში, სხვა დროს ციხეში არასოდეს მჯდარა“, – აცხადებს მამუკა გოგოჭური.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ფაქტორს და ცალკეულ განცხადებებს, რომ მინდია გოგოჭურს და მის მეგობრებს თითქოს პრეზიდენტი მფარველობს. მამუკა გოგოჭური შემდეგნაირად პასუხობს.
” გიორგი მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ვინმესთვის ეთხოვა დახმარება. პირიქით, რომ დაიჭირეს, პირობითი ჰქონდა და პირობითი გაუცოცხლეს”, – აღნიშნავს გოგოჭური და არ უარყოფს, რომ მის შვილს მტრები ჰყავს.
” ბუნებრივი, ჰყავს. სულ სტრესსა და შიშში ვართ. არაერთი სტატია და სიუჟეტი გავიდა, სულ სხვა ადამიანია, ცუდ ფილმსაც არ უყურებს გასართობად. თავმოყვარეა, ხშირად სამეგობროს გამო გახვეულა შარში. მისი პრობლემების 99 პროცენტი სხვისი პრობლემებია”, – აცხადებს მინდია გოგოჭურის მამა.პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. დიდხანს ცდილობდნენ ძალოვნები ბინაში შეღწევას, თუმცა ბინის კარს არავინ უღებდა. ბოლოს ისინი ბინიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს.
თავიდან ითქვა, რომ გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა, ამ დანაშაულთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენას ედავებიან. გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებულებმა ბინის აივნიდან ქუჩაში გადააგდეს დაშლილი იარაღები, რაც სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. წარდგენილი ბრალდება 8-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი არ ჰქონია. გამოძიება კი ირწმუნება, რომ შეძლებს მისთვის ბრალის დამტკიცებას. იარაღებს ექსპერტიზები უკვე უტარდება, გამოძიება იმასაც ამბობს, რომ ერთ-ერთი იარაღი სხვა საქმეში ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები