ირაკლი შიხიაშვილი: რამდენიმე დღეა მიდის უბინძურესი კამპანია ღვაწლმოსილი მეომარი ვეტერანის -კობა ახვლედიანის მიმართ

“რამდენიმე დღეა მიდის უბინძურესი და ცილისმწამებლური კამპანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის, გვარდიის სარდლის მოადგილის, ღვაწლმოსილი მეომარი ვეტერანის -კობა ახვლედიანის მიმართ – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
შიხიაშვილი თავდაცვის მინისტრსაც მიმართავს.
“რამდენიმე დღეა მიდის უბინძურესი და ცილისმწამებლური კამპანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის, გვარდიის სარდლის მოადგილის, ღვაწლმოსილი მეომარი ვეტერანის -კობა ახვლედიანის მიმართ!!! პირველ რიგში მინდა მივმართო თავდაცვის უწყებას და მის მინისტრს, რატომ არ იცავს თავისი ოფიცრის მუნდირის ღირსებას და რატომ არ სცემს პასუხს მის მიმართ გამოთქმულ ბინძურ ბრალდებებს?! განა კობა ახვლედიანი, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, არ იყო დასავლეთის მიმართულების სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე? განა, ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას, მისი გმირობების შესახებ არ იყო ყველასთვის ცნობილი? ან პარტიზანული მოძრაობაში სამაგალითო მებრძოლობა არ გსმენიათ?! უნამუსო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანების სალანძღავად და საჯიჯგნად როგორ იმეტებთ საამაყო ქართველ მეომარს! მე ჩემს თავზე მაქვს უამრავი სიბინძურე მოსმენილი და ვიცი რა მძიმეა ამის მოთმენა როცა შვილებიც ისმენენ! მე მოგმარავთ ჩემს ძმებს ვეტერანებს: ჩვენს ტყვიის ძმას, ვაჟკაც მეომარს უსამართლოდ გვილანძღავენ და უნდა ხმა ავიმაღლოთ! რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე! უტყვიოდ ხომ არ უნდა გავახეთქინოთ მეომრის გული?! კობა თუ რამეში დამნაშავე იყო, საქართველოში არ იყო?! რატომ დუმდით?! რატომ არ დასაჯეთ?! დაიმახსოვრეთ ქართველი მეომრების მოძულეებო-კობა ახვლედიანი არც “ნაცების” ოფიცერია და არც-“ოცნების”, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების საამაყო ოფიცერი, მამაცი მეომარი და ღვაწლმოსილი ვეტერანია! P.S. კობა, ჩემი მეგობარია!”, -წერს ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები