ეკა ბესელია მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში, პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში. პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ის უნდა იყოს ზეპარტიული. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რათა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც დევს კონსტიტუციურ ცვლილებებში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები