დე ფაქტო აფხაზეთმა 800 სირიელი რეპატრიანტი მიიღო

დე ფაქტო აფხაზეთმა 800 სირიელი რეპატრიანტი მიიღო. ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, განაცხადა.
“თავდაპირველად 700-800 ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან. ჩვენ მათი კეთილმოწყობის საკითხებს ვაგვარებდით, ვცდილობდით, მათი ადაპტაციისთვის პირობები შეგვექმნა”, – აცხადებს ხაჯიმბა.
როდესაც რაულ ხაჯიმბა სირიელებზე საუბრობდა, რომლებიც დე ფაქტო აფხაზეთში ჩავიდნენ “პრეზიდენტმა” განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანი სწავლობს.
“ისინი, ვინც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, ასე თუ ისე უკვე იქმნიან საცხოვრებელ პირობებს, რათა საკუთარ ოჯახებს კეთილდღეობა შეუქმნან და ნორმალური გავლენა მოახდინონ აფხაზურ საზოგადოებაზე”,- ამბობს ხაჯიმბა.
შეგახსენებთ, რომ სირიის “პრეზიდენტმა და დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტმა” თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 4 სექტემბერს მოაწერეს. მათ ასევე ეკონომიკის, სავაჭრო, სამეცნიერო, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე მოილაპარაკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები