კარლ ჰარცელი: სალომე ზურაბიშვილს შერიგებისა და მომავლის ხედვებთან დაკავშირებით კარგი პოზიცია აქვს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილს ეროვნულ შერიგებასა და სხვა სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით კარგი პოზიცია აქვს.
„მქონდა შესაძლებლობა, მეორე ტურის შემდეგ პირველად შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება. ამ გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
​მე პირადად დავესწრები ინაუგურაციას“ , – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები