ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ამოცანაა, მავთულხლართები და ბარიკადები მშვიდობიანად დაიშალოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი მაინც არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ მავთულხლართები დაიშალოს.
აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. როდესაც ჰქონდა მცდელობას ადგილი, მე პირადადაც გახლდით დაუყოვნებლივ ჩასული სოფელ ატოცში, ყველა ჩვენს ხელთარსებული მექანიზმი ავამოქმედეთ, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო, თუმცაღა ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ერთი სანტიმეტრი საქართველოს მიწის არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ მავთულხლართები დაიშალოს. ჩვენი სამუშაო არ დუნდება და მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. ჩვენ საქმეს ყოველდღიურად ვაკეთებთ ამისთვის და გარწმუნებთ, ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ეს ამოცანები არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები