გული მერევა – ცოტნე გამსახურდია ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება  

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილი  ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის წარსულს იხსენებს და მას მწვავედ აკრიტიკებს.
„კვირა“  ცოტნე გამსახურდიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მე უნდა ვთქვა ახლა ნიკა რურუაზე, რაც უკეთებია? უბრალოდ გული მერევა, რომ ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ თქვენგან განსხვავებით მაქვს უნარი ობიექტურად მახსოვდეს სიმართლე. არც ის დამვიწყებია, როგორ დააქცია ქვეყანა ჯაბა იოსელიანთან ერთად და აღმერთებდა მას, როგორ არბევდა სამეგრელოს მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას ,იყო მრავალჯერ ნასამართლევი და კიდევ უფრო მეტჯერ – შერჩა რაც უკეთებია…

თუ ვინმეს ამის დანახვის თავი და ადამიანობა არ გაქვთ, არაფერი მაქვს თქვენთან საერთო. მიხარია, რომ თქვენნაირი არა ვარ. ეს უბედური ქვეყანა სწორედ იმიტომაა ამ დღეში, რომ თქვენ ასეთები ხართ!“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები