VTB ბანკმა შეცდომით ცენტრალური აფრიკის უღარიბეს რესპუბლიკაზე 12 მილიარდი დოლარის კრედიტი გასცა

რუსეთის სახელმწიფი ბანკმა VTB-მ შეცდომით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, 12 მილიარდი დოლარის კრედიტი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაცია Reuters რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრედიტის შესახებ ინფორმაცია ბანკის კვარტალურ ფინანსურ ანგარიშშია მოხსენიებული.
საინფორმაციო სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ გაიცა ამ ოდენობის კრედიტი, VTB-ში აცხადებენ, რომ ასეთი კრედიტი არ არსებობს და აღნიშნულს “ოპერაციულ შეცდომას” უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები