თამარ ჩუგოშვილი: ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება, ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი აბსურდულია.
რაც შეეხება დიალოგს, მისი თქმით, ცივილიზებული მოთხოვნების შემთხვევაში, საქმიანი საუბარი შესაძლებელია.
„ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. დიალოგს რაც შეეხება, გააჩნია რის გარშემოა დიალოგი. თუ ერთი მხრივ, გვესმის რევოლუციური და დაუმორჩილებლობის მოწოდებები და ამავე დროს, დიალოგის მოთხოვნა, ასეთ პირობებში, საუბარი შეუძლებელია. თუ იქნება ცივილიზებული მოთხოვნები და იქნება საქმიანი საუბარი, ბუნებრივია, ამას წინ არაფერი დაუდგება. ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მან ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები