ბესელია არ გამორიცხავს, რომ ინაუგურაციის ცერემონია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართოს

შესაძლებელია, ეს ადგილიც განვიხილოთ -ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართოს.
„შესაძლებელია, ეს ადგილიც განვიხილოთ, რადგან ინაუგურაცია ერთხელ უკვე იყო. მსგავსი პრაქტიკა გვქონდა. ერთ-ერთი კარგი იდეაა, მაგრამ საორგანიზაციო პროცესში ჩართული არ ვარ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები