თამარ ჩუგოშვილი: გამოყოფილი რესურსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას სრულად შეესაბამება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ბიუჯეტიდან პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები, შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას, – ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„უმჯობესი იქნება, აღნიშნულ საკითხზე საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა უპასუხონ. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას და პროპორციულია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
2019 წლის ბიუჯეტით პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება სამი მილიონით არის შემცირებული და 6 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები