თამარ ხულორდავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
თამარ ხულორდავამ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა როგორც საკანონდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე.
როგორც შეხვედრისას, აღინიშნა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო არის წარმატებული მაგალითი რეგიონში და მნიშვნელოვანია ამ რეპუტაციის და მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას და მის როლს ევროინტეგრაციის პროცესში.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა მიმართულებით. ელჩი კარგად იცნობს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მხარს უჭერს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა იმ სფეროში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები