ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებმა” საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად კონფერენცია გამართა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებმა” საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად პროგრესული გადასახდების შემოღების თაობაზე იმსჯელა.
პარლამენტში დღეს გამართულ კონფერენციაზე პროგრესული საგადასახადო სისტემის უპირატესობებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევა „საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და შესაძლებლობები საქართველოს ინკლუზიური განვითარებისთვის”, ასევე ისაუბრეს უთანასწორობის, როგორც განუვითარებლობის საფრთხეებისა და იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება პროგრესული გადასახადების შემოღებით საქართველოს დახმარება.
„უთანასწორობა არის ჩვენი ეკონომიკის და საერთოდ საზოგადოების გამოწვევა. პროგრესული გადასახადი ნიშნავს, ისეთ საგადასახადო სისტემას, როდესაც მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა იხდის უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს საშემოსავლო გადასახადისას, ხოლო დაბალშემოსავლიანები იხდიან უფრო ნაკლებს. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ეს არის აუცილებელი. ყველა განვითარებად ქვეყანაში განსაკუთრებით ბევრი რესურსია საჭირო, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულად მიემართოს ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ჩვენთან ამ რესურსების დეფიციტი შეინიშნება”,- განაცხადა „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილიემ ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღევანდელი კონფერენციით დაიწყო დისკუსია ამ თემაზე. რის შემდეგაც გაგრძელდება მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის პროფესორი ეკონომიკაში, მაკროეკონომიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში ახიმ ტრუგერი, ასევე, ქართველი მეცნიერები და ექსპერტები.
კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები