ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და გერმანიის ბუნდესტაგს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზეც, რომელიც გერმანიაში მომავალ წელს იგეგმება.
საუბარი, ასევე, შეეხო თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ჩართულობის მნიშვნელობას. გერმანულმა მხარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.
ირაკლი კობახიძემ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები