გიორგი მარგველაშვილი: წარმატებას ვუსურვებ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს

“წარმატებას ვუსურვებ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სადაც გიორგი მარგველაშვილი ახლადარჩეულ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსა:
„დღეს ჩვენ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შევქმენით. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მის მომავალ ძალისხმევაში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.
დღეს, გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები