სალომე ზურაბიშვილი: დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” ულტიმატუმს პასუხობს და მიიჩნევს, რომ არჩეული პრეზიდენტის აღიარებას დემოკრატია მოითხოვს.
ულტიმატუმების დრო არ არის. დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, – ასე პასუხობს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
„არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, რომ გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს ეს გარემო, საერთოდ პოლიტიკური გარემო და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები