გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპზიციურ პარტიებთან დიალოგი დაიწყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის რეჟიმში თავადაც ჩაერთოს.
„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს და „ქართულ ოცნებას“ დაიწყოს დიალოგი ოპოზიურ პარტიებთან და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის თავად ჩაერთოს ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები