„მკვლელობამდე, ბრალდებულმა სვეტლანა ამოევს მკერდზე უკბინა, მან კი ხელი საკვერცხე ჯირკვალზე მოუჭირა და არ უშვებდა“

27 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულ 45 წლის სვეტლანა ამოევსა და მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხანდოშვილს შორის, შესაძლოა სექსუალური აქტის დამყარების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ბრალდებულის ადვოკატი გოგა ბოგვერაძე აცხადებს, რომ შესაძლოა მკვლელობა აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და გარდაცვლილს შორის , სავარაუდოდ უნდა მოხდარიყო სექსუალური აქტი. თუმცა აქტის დაწყებამდე, გიორგი ხანდოშვილმა სევტლანა ამოევს უკბინა მკერდზე, სწორედ ამაზე გაბრაზებულმა სვეტლანა ამოევმა ხანდოშვილს ხელი საკვერცხე ჯირკვალზე მოუჭირა და არ უშვებდა, ტკივილის გამო კი ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ან აუცილებელი მოგერიზების მიზნით დაარტყა დანა, ან კიდევ ტკივილისგან უმძიმესს აფექტურ მდგომარეობაში იყო”, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” საუბრისას, ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ.
მკვლელობაში ბრალდებულის დედა, ნინო ხანდოშვილი კი საზარელი მკვლელობის დეტალებს იხსენებს.
“სახლში რომ მივედი კარს არავინ მიღებდა, არადა ვიცოდი, რომ სახლში ჩემი შვილი და ჩვენი “ხაზეიკა” უნდა ყოფილიყო. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე ბუნებრივმა აირმა ხომ არ გაჟონდა და ხომ არ გარდაიცვალნენ-მეთქი. გამოვიძახე მაშველები სახლში შესვლის მერე კი საზარელი სურატი დამხვდა. სვეტლანა ამოევას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ჩემი შვილი კი იძახდა, ცუდად ვარ ცუდადო. მერე ფანჯრიდან ხტებოდა და 15 წუთი დაკიდებული მეჭირა ხელში, თუმცა გამივარდა და ძირს დაეცა”, – აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის დედა ნინო ხანდოშვილი.
მოკლული სვეტა ამოევას შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა გარდაცვლილის ოჯახს. მოკლულის ქალის დედმამიშვილებს ქალბატონი რუსეთში ეგონათ და მისი თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, სვეტლანა ამოევს რამდენიმე ბინა ნაქირავები ჰქონდა, ბინების ოთახები და 5-მდე ოჯახზე ჰქონდა მიგირავებული.
შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები